среда, 13 мая 2020 г.

კვლევა

სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშის საჯარო სკოლა რ ო გ ო რ გავზარდოთ მო ს წ ა ვ ლ ე თ ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ა გეოგრაფიის გაკვეთილზე ΙX-კლასში ? მარი სამხარაძის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2018-2019 სასწ.წელი სარჩევი 1.შესავალი-------------------------------------------------------------------------გვ.3 2.აქტუალურობა-----------------------------------------------------------------გვ.4 3.პრობლემის ანალიზი--------------------------------------------------------გვ.8 4.მიზანი----------------------------------------------------------------------------გვ.11 5.სამიზნე ჯგუფი----------------------------------------------------------------გვ.12 6.საკვლევი კითხვები----------------------------------------------------------გვ.12 7.ლიტერატურის მიმოხილვა-----------------------------------------------გვ.13 8.კვლევის მეთოდები----------------------------------------------------------გვ.25 9.მონაცემთა ანალიზი---------------------------------------------------------გვ.27 10.ძირითადი მიგნებები------------------------------------------------------გვ.36 11.ინტერვენციები--------------------------------------------------------------გვ.37 12.ინტერვენციების შეფასება-----------------------------------------------გვ.43 13.რეკომენდაციები------------------------------------------------------------გვ.54 14.დასკვნა-------------------------------------------------------------------------გვ.54 15.რეფლექსია--------------------------------------------------------------------გვ.55 16.ბიბლიოგრაფია--------------------------------------------------------------გვ.57 17.დანართები--------------------------------------------------------------------გვ.59 1.შესავალი წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს სსიპ ზესტაფონის რაიონის სოფელ შროშის საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებლის მარი სამხარაძის საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიშს. კვლევა განხორციელდა შროშის საჯარო სკოლაში, სკოლა ითვლის მოღვაწეობის 100 წელზე მეტს. იგი ერთადერთი საჯარო სკოლაა სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე. სკოლაში 12 კლასი და 110 მოსწავლეა, რომელთაც 23 პედაგოგი და ტექ. პერსონალი ემსახურება. სკოლის შენობა გასული საუკუნის 60-იან წლების კაპიტალური, შენობაა. სკოლის ძირითად სასწავლო რესურსს შეადგენს ბიბლიოთეკა, გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოები, ისტ-ის კაბინეტი, ასევე მცირე რესურსები სხვადასხვა საგნებისათვის. კვლევა ჩატარდა 2018-2019 სასწავლო წლის განმავლობაში. საკვლევ საკითხს წარმოადგენდა: ,,როგორ გავზარდოთ მოსწავლეთა მოტივაცია გეოგრაფიის გაკვეთილზე ΙX-კლასში’’. ჩემთვის საინტერესო იყო გამომეკვლია მიზეზები რომელიც იწვევდა კლასში დაბალ მოტივაციას საგნის შესწავლისას და შემემუშავებინა, პრობლემის მოგვარებისათვის საჭირო, შესაბამისი ინტერვენციები. კვლევის განმავლობაში ძირეულად შევისწავლე ,, მოტივაციის“ შესახებ საკითხები, დავამუშავე შესაბამისი ლიტერატურა. კვლევის პროცესში გამოვიყენე როგორც თვისებრივი, ასევე რაოდენობრივი კვლევის მეთოდები. მოვახდინე მონაცემთა ანალიზი და ძირითადი მიგნებებიდან გამომდინარე დავგეგმე ინტერვენციები, მოვახდინე ინტერვენციების შეფასება, შევიმუშავე რეკომენდაციები და გავაკეთე დასკვნა. ნაშრომს თან ერთვის ბიბლიოგრაფია,რეფლექსია და დანართები. საკვანძო სიტყვებია: კვლევა, სკოლა, მოსწავლეები, მოტივაცია, აკადემიური მოსწრება, ინტერვენცია(ჩარევა). წლის ბოლოს სამუშაო შეხვედრაზე კოლეგებთან მოვახდინე ჩემი კვლევის პრეზენტაცია. კოლეგებს დეტალურად გავაცანი კვლევის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები. ვფიქრობ ჩემი კვლევა მათ დაეხმარება პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებაში და ისეთი სტრატეგიების დანერგვაში, რომლებიც დაეხმარება მოსწავლეებს სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, რათა გახდნენ ისინი კონკურენტუნარიანები მსოფლიო გამოწვევის წინაშე. მადლობას ვუხდი ჩემი სკოლის ადმინისტრაციას, ჩემს კოლეგებს, მოსწავლეებს რომლებიც მთელი კვლევის განმავლობაში მეხმარებოდნენ, მაძლევდნენ რჩევებს და იღებდნენ ჩემს რეკომენდაციებს. 2.თემის აქტუალურობა ,,სწავლა ადამიანის დამოუკიდებელი ქცევის ერთ-ერთი ფორმაა და მას თავისი სპეციფიკური ფსიქოლოგიური შინაარსი აქვს. მისი რომელიმე ცალკეულ ფსიქიკურ ფუნქციასთან გაიგივება არ შეიძლება-მასში ფუნქციათა რიგი ღებულობს მონაწილეობას“(დიმიტრი უზნაძე,1939). ეფექტური სწავლა- სწავლება მოსწავლეთა მოტივაციის დონეზეა დამოკიდებული. მოტივაცია ადამიანის შინაგანი მდგომარეობაა, რომელიც აღძრავს ქცევას გარკვეული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. აბრაამ მასლოუს ,,მოთხოვნილებათა იერარქიის თეორიის’’ მიხედვით (პროფესიული უნარები-გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული სახელმძღვანელო - თბ,2008) სწავლის მოთხოვნილების აღმძვრელი, ბავშვის ასაკისა და ინდივიდუალური თავისებურებების გამო შეიძლება იყოს განსხვავებული დონის მოტივაცია. დაწყებით საფეხურზე გაკვეთილებზე წესრიგის მიღწევა დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს, მოსწავლეებიც სტაბილურები და მოტივირებულები არიან. პრობლემა უფრო მეტად ჩნდება შემდეგ საფეხურებზე, როდესაც მოსწავლეებს უჩნდებათ თვით პატივისცემისა და რეპუტაციის მოთხოვნილება. მასლოუს მოტივაციის იერარქიული თეორიის ცოდნა საშუალებას იძლევა განისაზღვროს რა მოტივები უდევს საფუძვლად სწავლას, რა სტრატეგიების შემუშავებაა შესაძლებელი მოსწავლის სასწავლო პროცესში აქტიური ჩართულობის უზრუნველსაყოფად. ფსიქოლოგები არ უარყოფენ მოტივაციის დაყოფას შინაგან და გარეგან მოტივაციად, თუმცა ძნელია არსებითი განსხვავების დანახვა ამ ორ სახეს შორის.(მ. მელიქიშვილი-მოტივაცია-2013-მპგეც). განსხვავება გარეგან და შინაგან მოტივაციას შორის ადამიანის ქცევის წარმმართველი მიზეზებია. თუ მიზეზობრიობის ლოკუსი გარეგანია (ექსტერნალური), საქმე გვაქვს გარეგან მოტივაციასთან. მაგ. მოსწავლე სწავლობს იმიტომ, რომ მშობელი აიძულებს სწავლას. თუ მიზეზობრიობის ლოკუსი შინაგანია (ინტერნალური), საქმე გვაქვს შინაგან მოტივაციასთან. მაგ. მოსწავლე სწავლობს იმიტომ, რომ მას ასე უნდა. დროის კონკრეტულ შუალედში შეიძლება მოსწავლე მოტივირებული იყოს, როგორც შინაგანი, ისე გარეგანი მოტივებით. მაგ. შეიძლება სწავლობდეს იმიტომ , რომ სწავლა დიდი ღირებულებაა და იმიტომაც რომ გამოცდა აქვს ჩასაბარებელი. ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც პიროვნული ნიშან-თვისებები, ისე გარეგანი ფაქტორები. მასწავლებელს, რომელიც მარტო შინაგან ან გარეგან მოტივაციას მიმართავს, შეიძლება იმედგაცრუებული დარჩეს. მან უნდა იზრუნოს როგორც შინაგანი მოტივაციის გაჩენასა და შენარჩუნებაზე, ასევე გარეგანი მოტივაციის ჩართვაზე. შინაგანი მოტივაციის გამოწვევა შესაძლებელია თუ საკლასო აქტივობები უკავშირდება მოსწავლეთა ინტერესებს, თუ ყოველი ამოცანის ამოხსნა სახალისოდაა ქცეული, გამოყენებულია სიმულაციები და თამაშები, თანამშრომლობა, შეჯიბრება, ინდივიდუალური პროექტები. გარეგანი მოტივაციის ამაღლების მიზნით მასწავლებელმა შეიძლება მიმართოს შემდეგ სტრატეგიებს: ა)გარკვეული ჯილდოს, საჩუქრის შეთავაზება უკეთესი შედეგისათვის, ბ)წერილობითი ან სიტყვიერი შექება, რომელიც არ არის ზოგადი(სწავლება და შეფასება-დამხმარე სახელმძღვანელო, მეორე ნაწილი-2009 მპგეც) . ,, ბიჰევიორისტული’’ მიდგომის თანახმად ადამიანის ქცევის განმსაზღვრელია სტიმული. რომელსაც ბიჰევიორისტები უწოდებენ განმამტკიცებლებს. ხოლო განმტკიცება არის სტიმულის მიწოდების შედეგად მიღებული ეფექტი. პოზიტიური და ნეგატიური განმტკიცება გვხვდება ყველა საკლასო ოთახში. თუკი მუდმივად მივმართავთ გარკვეულ განმამტკიცებლებს კონკრეტული ქცევის გამო, აუცილებლად მიიღწევა ამ ტიპის ქცევა. შექება მოსწავლეს აძლევს გარკვეულ ინფორმაციას, თუმცა ,,ბროფი’’ (მ. მელიქიშვილი - მოტივაცია - 2013წ - მპგეც) აღნიშნავს, რომ როგორც გადაჭარბებული, ისე იშვიათი შექება ერთნაირად უარყოფითად მოქმედებს მოტივაციის ამაღლებაზე. ნეგატიური შედეგი შეიძლება მოგვცეს ჯილდოს შეთავაზებამაც. ,, ლეპერისა’’ და ,,გრინის’’ მიერ ჩატარებული ექსპერიმენტის თანახმად ბავშვების ჯგუფი, რომელსაც გარკვეულ ჯილდოს დაჰპირდნენ, უფრო ნაკლები ინტერესით ჩაერთო კროსვორდების შექმნაში და მის შევსებაში. მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი დიდი ენთუზიაზმით ეკიდება სწავლას, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც მასწავლებლის მხარდაჭერის გარეშე სწავლისადმი დიდ ინტერესს არ იჩენენ და რაღაც მიზეზების გამო ეკარგებათ მოტივაცია. სასკოლო მოტივაციის პრობლემა არა მარტო ჩემს საგაკვეთილო პროცესში არის აქტუალური და ყურადღება მისაქცევი ,არამედ მთელი თანამედროვე განათლების სისტემის ქვაკუთხედია. მასზე მუშაობის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მისი კორექციისთვის აუცილებელია პედაგოგების, ადმინისტრაციის, ფსიქოლოგებისა და მშობლების ერთობლივი ძალისხმევა. როგორც სასკოლო პრაქტიკა გვიჩვენებს სასკოლო მოტივაციის პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური ხდება სასკოლო სწავლების მე-2 და მე-3 საფეხურებზე გადასვლისას . სწავლისადმი მოტივაციის დაქვეითება დიდ პრობლემას წარმოადგენს მოსწავლეებში ამ დროს იკლებს მოსწავლეთა ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში, ეცემა საგნის მიმართ ინტერესი, დაბლდება სწავლის ხარისხის მაჩვენებლები, რაც ადეკვატურად აისახება მათ აკადემიურ მიღწევებზე, მოსწავლეებში თანდათან ჩნდება ქცევის პრობლემები, იზრდება მათი მავნე ჩვევებზე დამოკიდებულება (თამბაქო ალკოჰოლი და სხვა...) არსებული სიტუაცია, გაგრძელდება დიდი ხნის განმავლობაში , პრობლემა სამწუხაროდ პროგრესულად განვითარდება და მომავალ თაობას სავალალო შედეგს მოუტანს. მასწავლებელმა დაუყოვნებლივ უნდა შეძლოს მოტივაციის ამაღლება, სწორედ მის ნიჭსა და უნარზეა დამოკიდებული მოსწავლეებში, სწავლისადმი მოტივაციის გაზრდა, მოსწავლეებს მუდმივად სჭირდებათ პედაგოგებისაგან შექება, სტიმული , თანადგომა , სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვა. გაკვეთილის პროცესში დავინტერესდეთ თითოეული მოსწავლის საქმიანობით, ვაგრძნობინოთ, რომ ვაფასებთ თითოეულს როგორც პიროვნებას, შევთავაზოთ ინტერესის აღმძვრელ საქმიანობა, საინტერესო საქმიანობის შეთავაზებით განვსაზღვროთ ურთიერთობის რომელი მოდელი მუშაობს საუკეთესოდ და მოვძებნოთ ბალანსი ავტორიტარულ კონტროლსა და არჩევნის თავისუფლებას შორის. მივცეთ კონსტრუქტიული და მეგობრული დროული უკუკავშირი. ჩვენდა სამწუხაროდ, არ არსებობს ჯადოსნური რეცეპტი, რომელიც მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას შეუწყობს ხელს, მაგრამ მასწავლებელმა მოტივაციის ამაღლების მიზნით, ნებისმიერი სასწავლო პროცესის დროს უნდა გამოიყენოს მოტივაციის ძირითადი პრინციპები , უზრუნველყოს მოსწავლეთა აქტიური სწავლა- სწავლების პროცესი და მათში 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების გამომუშავება. 3.პრობლემის ანალიზი: მე-9 კლასში, სასწავლო წლის დასაწყისში, გეოგრაფიის გაკვეთილზე შევნიშნე, რომ მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი პასიური გახდა. თითქოს თანდათან დაეკარგათ მოსწავლეებს სწავლისადმი ,,მოტივაცია’’. საგაკვეთილო პროცესი მათთვის უინტერესო და რთული გახდა. დაიწია სწავლის ხარისხის მაჩვენებლებმაც. მოსწავლეები არ გამოხატავდნენ დაინტერესებას საგნის მიმართ. იმისათვის რომ პრობლემის სწორად იდენტიფიცირება მომეხდინა დავიწყე საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვებები. თავდაპირველად დაკვირვება იყო უბრალო ტიპის, ანუ ვაკვირდებოდი ყველა კომპონენტს, შემდეგ კი ფოკუსირებული დაკვირვების ტიპზე შევჩერდი, რამეთუ აღმომეჩინა მოტივაციის კლების მიზეზები. დაკვირვების დროს აღმოჩნდა რომ მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი სისტემატიურად ცდილობდა- გაკვეთილზე დაგვიანებით შემოსვლას, არ ერთვებოდნენ საგაკვეთილო პროცესში, გაძნელდა მათი პროვოცირება, თავს არიდებდნენ ინდივიდუალურ და ჯგუფურ სამუშაოებს, რაც ხელს უშლიდა მოსწავლეებში საკომუნიკაციო და თანამშრომლობითი უნარ-ჩვევების განვითარებას. სისტემატიური ხასიათი მიეცა გაკვეთილისა და საშინაო დავალების მოუმზადებლობას. არ შეეძლოთ სხვადასხვა თვალსაჩინოების კითხვა გეოგრაფიული ინფორმაციის მოსაპოვებლად. ვერ ახდენდნენ ცოდნის განზოგადებას, არ შეეძლოთ დამოუკიდებლად და სრულად გეოგრაფიული ინფორმაციის მოპოვება, მათი დატანა სათანადო ადგილას, ინფორმაციის შედარება, რანჟირება და ინტერპრეტირება ტექსტად ან სხვა საშუალებად. თავს არიდებდნენ კითხვა პასუხს, არ სურდათ გაკვეთილის შესახებ მსჯელობა, არ ჰქონდათ სურვილი მიეღოთ დავალებები რომლებიც შემოქმედებითი და კვლევა ძიების უნარების განვითარებას შეუწყობდა ხელს. ვერ იაზრებდნენ პრობლემებს და შესაბამისად ვერ ახერხებდნენ ამ პრობლემის გადაჭრის გზების ძიებას. უჭირდათ თვალსაჩინოებების გამოყენება და შექმნა, ვერ იცავდნენ დროის ლიმიტს. პრობლემის იდენტიფიცირებისთვის ასევე გავაანალიზე საშინაო დავალებები და შემაჯამებელი სამუშაოები. > საშინაო დავალებების მიმოხილვითი ანალიზი. მოვახდინე საშინაო დავალებების შეგროვება და მათი გაანალიზება, უმეტესობას საშინაო დავალება შესრულებული აქვს ბუნდოვნად და შესაბამისად შეფასებაც აქვთ დაბალი. >შემაჯამებელი დავალებების ანალიზი. გამოვიკვლიე პირველი სემესტრის შემაჯამებელი სამუშაოებების შედეგები, აქაც გამოიკვეთა იგივე პრობლემა მოსწავლეთა უმეტესობას აქვს შემაჯამებელი დავალებები არასრულად შესრულებული, შეფასებული არიან დაბალი ქულით. რის გამოც პირველი სემესტრის აკადემიური მოსწრება აქვთ საშუალოზე დაბალი. პირველ სემესტრში შემაჯამებელი სამუშაოებში მიღებული ქულები მოსწავლე 13 შემაჯამებელი სამუშაოN1 შემაჯამებელი სამუშაო N2 X 7 6 X 4 5 X 5 6 X 6 7 X 7 8 X 7 6 X 7 6 X 5 5 X 4 5 X 6 6 X 6 7 X 7 6 X 7 6 საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვებით, საშინაო დავალებებისა და შემაჯამებელი სამუშაოების ანალიზის შედეგად დავადგინე, რომ მოტივაცია გეოგრაფიის გაკვეთილზე დაბალია , ნაკლებია საგნის მიმართ ინტერესი, საგაკვეთილო პროცესი რუტინული და უინტერესოა, მოსწავლეთა ნაწილი კი პასიური. იმისათვის რომ პრობლემა პროგრესულად არ განვითარებულიყო და სავალალო შედეგებამდე არ მივსულიყავით, დავიწყე პრობლემის გამომწვევი მიზეზების დადგენა და ამ პრობლემის მოგვარებისათვის ეფექტური ინტერვენციების დაგეგმვა და განხორციელება. კვლევის სარგებლიანობა: სარგებელი მოსწავლეებს: შინაგანი მოტივაციის ამაღლება, საგაკვეთილო პროცესში მოიმატებს ჩართულობის ხარისხი, სწავლა სწავლების ეფექტიანობის ამაღლება, აკადემიური მოსწრების გაუმჯობესება. სარგებელი კოლეგებს: გამოცდილების გაზიარება, შეძლებენ მოსალოდნელი რისკების მართვას; სასკოლო კულტურის ამაღლება, რეფლექსურად აზროვნება. სარგებელი მასწავლებელს: მოხდება გამოცდილების შეძენა; სწავლა/სწავლების პროცესის ეფექტიანობის ზრდა; მოიმატებს პროფესიონალიზმის ხარისხი სწავლა-სწავლების მიმართულებით; პრევენციების გატარების უნარი; დროის მენეჯმენტის სწორად მართვა. 4.მიზანი წინამდებარე პრაქტიკული კვლევის მიზანია მე-9 კლასში გეოგრაფიის გაკვეთილზე მოსწავლეების მოტივაციასთან დაკავშირებით სირთულეების და პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური გზების პოვნა. რაც დამეხმარება შემდგომში ისე დავგეგმო და წარვმართო საგაკვეთილო პროცესები რომ მოსწავლეების დაინტერესება იყოს უფრო მაღალი და რეალურად გაუმჯობესდეს შედეგები. კვლევის განმავლობაში დადგინდეს აღნიშნული პრობლემის გამომწვევი მიზეზები და ფაქტორები, რამაც განაპირობა მე-9 კლასში გეოგრაფიის საგაკვეთილო პროცესში დაბალი მოტივაცია. გაანალიზდეს რა მეთოდები გამოიყენება გაკვეთილზე, რომელ სააზროვნო უნარების განვითარებას მოიცავს გაკვეთილის ფაზები , როგორ ხდება მარტივიდან რთული საკითხების სწავლაზე გადასვლა , რა რესურსები გამოიყენება გაკვეთილზე როგორ ახერხებს მასწავლებელი მოსწავლეებისათვის აღქმის გამარტივებას , იყენებს თუ არა კონსტრუქტივისტულ მეთოდებს . კვლევის ფარგლებში აუცილებელია გამოიკვლიო გეოგრაფიის გაკვეთილზე მოტივაციის ზრდა , მეცნიერულ დონეზე , რაც ამ შემთხვევაში გულისხმობს არსებული ლიტერატურის დეტალურ დამუშავებას საკვლევ საკითხთა მიმართებაში. დაიგეგმოს, განხორციელდეს და შეფასდეს შესაბამისი ინტერვენციები-მოტივაციის ამაღლების მიზნით. შეფასდეს მისი მდგრადობა და გაზიარდეს პრაქტიკული რეკომენდაციები. 5.სამიზნე ჯგუფი შროშის საჯარო სკოლის ΙX-კლასი (13 მოსწავლე) 6.საკვლევი კითხვები კვლევის მთავარი კითხვა იყო: ,,როგორ გავზარდოთ მოსწავლეთა მოტივაცია გეოგრაფიის გაკვეთილზე ΙX-კლასში’’. საკვლევი პრობლემიდან გამომდინარე გამოვკვეთე შემდეგი საკვლევი კითხვები: 1.გეგმავს თუ არა მასწავლებელი საგაკვეთილო პროცესს მოსწავლეთა ინტერესების და შესაძლებლობების გათვალისწინებით? 2.იყენებს თუ არა მასწავლებელი არაფორმალურ განათლებას მოტივაციის ასამაღლებლად? 3.სისტემატიურად და მიზნობრივად იყენებს თუ არა მასწავლებელი განმავითარებელ შეფასებას და ეფექტურ უკუკავშირს? 4.იყენებს თუ არა მასწავლებელი სახალისო ტიპის აქტივობებს, რომელიც ორიენტირებულია შემეცნებითი უნარების განვითარებაზე? 5.იყენებს თუ არა მასწავლებელი მრავალფეროვანი ტიპის რესურსებს და მონაწილეობენ თუ არა მოსწავლეები მათ შექმნაში? 6.იყენებს თუ არა მასწავლებელი მოტივაციის ასამაღლებელ, ტრანსფერის უნარის განვითარებაზე ორიენტირებულ აქტივობებს? 7.ლიტერატურის მიმოხილვა სასწავლო პროცესში მოსწავლეთა მონაწილეობის გაზრდა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. არაბული სიბრძნის თანახმად, ,,ერთად სიარული დასაწყისია, ერთად ყოფნა-პროგრესი, ერთად-მუშაობა-წარმატება’’! საკუთარი პედაგოგიური გამოცდილებიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ სწავლის ,,მოტივაცია’’ არის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი მოსწავლის მაღალი აკადემიური მოსწრების. მოტივაციის ამაღლების ტექნოლოგიებზე, განათლების თეორეტიკოსები საკუთარ მოსაზრებებს გვთავაზობენ, რომელთაც საერთო და განსხვავებული მიდგომა აქვთ. იმისათვის რომ მეპოვა სწორი და ეფექტური სტრატეგიები , ჩემი პრობლემის აღმოსაფხვრელად, მოვიძიე გავეცანი და დავამუშავე ,მრავალფეროვანი და საინტერესო ლიტერატურა ,,მოტივაციის’’ თემასთან დაკავშირებით. რაც დამეხმარა კვლევის ანგარიშის სწორად სტრუქტურირებაში. მოტივაციის მრავალფეროვანი წყაროების გათვალისწინება, მოტივაციის პრინციპების გააზრება, დამეხმარა ისეთი საგაკვეთილო პროცესების დაგეგმვაში, რომელმაც ხელი შეუწყო მოსწავლეებში მრავალფეროვანი უნარებისა და შემოქმედებითი სასწავლო გარემოს შექმნას. რითაც შევძელი თითოეული მოსწავლის აქტიური და ხალისიანი ჩართვა საგაკვეთილო პროცესში და შესაბამისად მათი, მოტივაციის ამაღლება. მოტივაციის პრობლემა საკმაოდ ხშირად ხდება შესწავლისა და კვლევის საკითხი. ამ პრობლემაზე დაკვირვება ცხადჰყოფს, რომ ზოგჯერ მასწავლებელი არ აქცევს საკმარის ყურადღებას მოსწავლეების მოტივაციას. გაუცნობიერებლად მივიჩნევთ, რომ რადგან მოსწავლე სკოლაში მოვიდა, ის ვალდებულია გააკეთოს ყველაფერი, რასაც ჩვენ მოვითხოვთ. არის ისეთი შემთხვევებიც, როცა მოსწავლეს უყალიბდება უარყოფითი ემოციები რის გამოც ის კარგავს ყოველგვარ ინტერესს სწავლისადმი. ყოველთვის უნდა ვფიქრობდეთ თუ რა გავაკეთოთ იმისათვის , რომ ეს არ მოხდეს და ჩვენ ბავშვებს არ დავუკარგოთ მათთვის ბუნებრივი ცნობისმოყვარეობა და ხალისი? როგორ დავეხმაროთ მათ სირთულეების გადალახვაში , ცოდნის მიღებაში და მოტივაციის ამაღლებაში. მოტივაცია არის შინაგანი მდგომარეობა, რომელიც აღძრავს, წარმართავს და უზრუნველყოფს ქცევას. ის იძლევა პასუხს კითხვაზე-რატომ? ფსიქოლოგები, რომლებიც ,მოტივაციას სწავლობენ ,ყურადღებას 5 ძირითად საკითხზე ამახვილებენ: 1.როგორ არჩევანს აკეთებს ადამიანი საკუთარ ქცევასთან დაკავშირებით? რატომაა რომ ერთი მოსწავლე გულმოდგინედ ასრულებს დავალებას, მეორე კი სწავლის მაგივრად თამაშს არჩევს? 2.რა დრო უნდა გავიდეს, რომ მოტივაცია ამოქმედდეს? მაგალითად, რატომ იწყებს ზოგი მოსწავლე დავალების შესრულებას მაშინვე, ზოგი კი დროს ფლანგავს? 3.რა ინტერესებით არის ჩართული ადამიანი არჩეულ ქცევაში? ყურადღებით არის ჩართული მოსწავლე დავალების შესრულებაში თუ მისი ქცევა მექანიკურია? 4.რა აიძულებს ადამიანს, იყოს შეუპოვარი ან ადვილად დანებდეს? მაგალითად ,მთლიანად წაიკითხავს მოსწავლე ,,ვეფხისტყაოსანს’’ თუ მხოლოდ რამდენიმე გვერდს? 5.რა გრძნობები აქვს და რაზე ფიქრობს ადამიანი, როცა ამა თუ იმ ქცევას მიმართავს? მაგალითად, იღებს თუ არა მოსწავლე სიამოვნებას ,,კაცია-ადამიანის?!’’ კითხვისას, თუ მოსალოდნელ გამოცდაზე ფიქრობს? ფსიქოლოგები ,რომლებიც იზიარებენ მოტივაციის შინაგანად და გარეგანად დაყოფას, ამბობენ, რომ ძნელია განვსაზღვროთ, მოტივაცია შინაგანია თუ გარეგანი. არსებითი განსხვავება მოტივაციის ამ ორ სახეს შორის ადამიანის ქცევის წარმმართველი მიზეზებია, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიზეზობრიობის ლოკუსი (ლათ.locus-ადგილი) გარეგანია (ექსტერნალური), თუ შინაგანი (ინტერნალური). მაგალითად, მოსწავლე შეიძლება იმიტომ სწავლობდეს, რომ მას აქვს შინაგანი მოტივაცია (მიზეზობრიობის ინტერნალური ლოკუსი), ან იმიტომ, რომ მას მშობელი აიძულებს სწავლას (მიზეზობრიობის ექსტერნალური ლოკუსი, გარეგანი მოტივაცია). (მოტივაცია-2013,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი WWW.TPDC.GE). მოტივაციის ამაღლების ტექნოლოგიებზე განათლების თეორეტიკოსები საკუთარ მოსაზრებებს გვთავაზობენ.მათ ბევრი საერთო და განსხვავებული მიდგომა აქვთ. მაგრამ პედაგოგი ამ ტექნოლოგიებში ეძებს ისეთ მიდგომებს, რომელიც პრაქტიკულად მიღწევადი და ეფექტური იქნება. ,,განათლების ტექნოლოგიების სპეციალისტის ჯონ კელერის მიერ ჩამოყალიბებული მოდელი გულისხმობს მოტივაციის გაკვეთილის გეგმაში,, ჩაშენებას’’. ამ მოდელის ავტორი ყურადღებას 4 ძირითად ფაქტორზე ამახვილებს, რომლებსაც ემყარება მოტივაცია. ესენია: ყურადღება, აქტუალობა, თავდაჯერებულობა,კმაყოფილების განცდა. კელერის აზრით, ეს ოთხი კატეგორია ქმნის იმ პირობების ერთობლიობას, რომელიც აუცილებელია ადამიანისათვის, რომ მოტივირებული იყოს.კელერის მოდელის მიხედვით, მასწავლებელმა თავისთავს უნდა დაუსვას კითხვა: რაში გამოადგებათ ჩემს მოსწავლეებს ამ მასალის ცოდნა? შეიძლება ეს კითხვა თავად მოსწავლეებსაც დავუსვათ თემასთან, საგანთან, კონცეფციასთან მიმართებაში.” – (www.mascavlebeli.ge-ინტერნეტგაზეთი) სწავლის მოტივაციისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა მოთხოვნილებების დადგენას. ეფექტური სწავლება მოსწავლეთა მოტივაციის დონეზეა დამოკიდებული. აბრაამ მასლოუს იერარქიის მიხედვით [1, გვ.93] სწავლის მოთხოვნილების გამომწვევ მიზეზად, ბავშვის ასაკისა და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით, შეიძლება დასახელდეს განსხვავებული დოზის მოტივაცია, დაწყებით საფეხურზე საგაკვეთილო პროცესში სტაბილური დისციპლინირებული გარემოს შექმნა. მეორე საფეხურის მოსწავლეებთან ფსიქოლოგიური თვალსაზრისით წინა პლანზე იწევს თვით პატივისცემისა და ურთიერთპატივისცემის ღირებულებებზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნის მოთხოვნილება და რეპუტაცია. მოსწავლე ვერ ითვისებს მარტივ საგაკვეთილო მასალასაც კი, თუ თავს იზოლირებულად გრძნობს და პირადი არე დარღვეული აქვს. სწავლის მოთხოვნილების განმსაზღვრელი შეიძლება განსხვავებული დონის მოტივაცია იყოს. მაგალითისთვის: მოსწავლის მიერ დავალების კარგად შესრულება შესაძლოა განპირობებული იყოს: დასჯის შიშით, საჩუქრის მიღების დაპირებით, აღიარების მოთხოვნილებით, ინტერესით და სხვ. მასწავლებელმა ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის წარმართვისთვის უნდა შეძლოს მოსწავლეთა საჭიროებებისა და მოთხოვნილების დადგენა, განსაზღვროს, იერარქიის რომელ საფეხურზეა მოსწავლე და რა მოტივები უდევს საფუძვლად სწავლას. შედეგად მან უნდა შეიმუშაოს ადეკვატური სტრატეგიები, რითაც უზრუნველყოფს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა აქტიურ ჩართვასა და მათი მოტივაციის ამაღლებას. მოტივაციის წყაროები მრავალფეროვანია და თითოეული მათგანი გადამწყვეტ როლს ასრულებს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და მათ წარმატებაში. იმისათვის, რომ ხელი შეუწყოთ მოსწავლეთა სწავლის უნარის განვითარებას, ამისთვის აუცილებელია მოტივაციის პრინციპების გააზრება და სასწავლო პროგრამების შედგენისას, ასევე, უშუალოდ სასწავლო პროცესში მათი გათვალისწინება. ეს საშუალებას მოგვცემს, მოსწავლეთა ფსიქოლოგიურ საჭიროებებზე დაყრდნობით შევქმნათ ეფექტური და შემოქმედებითი სასწავლო გარემო და უზრუნველვყოთ სასწავლო პროცესში თითოეული მოსწავლის აქტიური და ხალისიანი ჩართვა. (edu.aris.ge -განათლება) ფსიქოლოგები მოტივაციის ორ ფორმას გამოარჩევენ, გარეგანი და შინაგანი. გარეგანი მოტივაცია კონკრეტული ქმედებისკენ სწრაფვაა, რომელიც წახალისებულია გარე ფაქტორებით (ჯილდო, აღიარების სურვილი). შინაგანი მოტივაცია კი კონკრეტული ქმედებისკენ სწრაფვაა, რომელიც ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად და რაიმეს აღმოჩენის სურვილით არის ნაკარნახევი (ტყემალაძე და სხვები 2008:5) მასწავლებელი ახდენს მოსწავლეების მოტივაციას. ის მართავს და აკონტროლებს მათ ქმედებებს, ითანხმებს (იყოლიებს), აქებს, სჯის და ცდილობს, შეაცვლევინოს ქცევა. მასწავლებელი ხელს უწყობს მოსწავლეებში შინაგანი მოტივაციის ზრდას, რაც მათ მისცემს განვითარების შესაძლებლობას (მაკგრეგორი,1960). მოტივაცია და შედეგზე ორიენტირებული დავალების შესრულება შესაძლებელია მაშინ, თუ ის შეესაბამება :ა) კონკრეტული ამოცანების მიღწევისათვის აუცილებელ საჭიროებებს; ბ)დავალების წარმატების შესრულების მოლოდინს; გ)დავალების წარმატებით დასრულებით მიღებულ საკუთარი შესაძლებლობების განცდას.(ატკინსონი,1964. მაკლელანდი,1961). მასწავლებლების მოლოდინი გავლენას ახდენს მოსწავლეების სამუშაოს ხარისხზე, სწავლის მოტივაციასა და მათ განწყობაზე წარმატებისა და მარცხის მიმართ. ისინი მასწავლებლის მოლოდინის მხრივ იქცევიან.(როჯერსი,1982). საერთაშორისო კვლევებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მოტივაციაა, რომელიც კავშირშია მოსწავლეთა აკადემიური მოსწრებასა, შედეგების გაუმჯობესებასა და მრავალმხრივი ინტელექტის განვითარებასთან. მოტივაცია, რომ თანამედროვე სასწავლო სივრცის განუყოფელ აქტივობად უნდა ვაქციოთ და მიდგომა, რომ სკოლებმა ყველა ბავშვისათვის თანაბარი განათლების უზრუნველყოფა, მათი ტალანტის გაუფლანგავად უნდა მოახერხონ, როგორც საგაკვეთილო, ასევე არა საგაკვეთილო პროცესში დავას აღარ იწვევს. არავინ დაობს იმაზე, რომ ნებისმიერ საქმიანობას მოტივაცია უდევს საფუძვლად. პედაგოგიურ მეცნიერებაში აქსიომად ითვლება მოსაზრება მოტივაციის ეფექტურობის შესახებ. კერძოდ, სწავლა-სწავლების პროცესში მოტივაციის ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობები მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებას. ინოვაციური მეთოდებით მოსწავლეთა ინტერესების ზრდა და მათი საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის ხარისხის გაუმჯობესება პირდაპირპროპორციულ დამოკიდებულებაშია ბიჰევიორისტულ კონტექსტში გარეგანი და შინაგანი მოტივაციის ფაქტორზე, იმდენად რამდენადაც პედაგოგის მიერ მიწოდებული განმამტკიცებელი სტიმული ოპერანტული განმაპირობებლებით მოსწავლეებში სასურველი ქცევის სიხშირის ზრდას იწვევს. სასწავლო პროცესში ჰუმანისტური მეთოდებისა და მეთოდური ხერხების გამოყენებისას ყურადღება გამახვილებულია მოტივაციის არსებით ღირებულებებზე, რაც აუცილებლობით გულისხმობს მოტივირებულ სასწავლო გარემოს. ამ მიმართულებით ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში წარმოშობილმა პრობლემამ განაპირობა საკითხის სიღრმისეული განხილვა, როგორც პრობლემის იდენტიფიცირების, ასევე მისი მოგვარების გზების ალტერნატიული ვარიანტებიდან რაციონალურის შერჩევის მიზნით. კვლევის პროცესში განხორციელებულმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ დროის კონკრეტულ შუალედში შეიძლება მოსწავლე მოტივირებული იყოს, როგორც შინაგანი, ისე გარეგანი მოტივებით. მაგალითად, შეიძლება სწავლობდეს იმიტომ, რომ სწავლა დიდი ღირებულებაა ან იმიტომა, რომ გამოცდა აქვს ჩასაბარებელი. აქედან გამომდინარე, დასკვნის სახით შეიძლება ჩამოვაყალიბო, რომ ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც პიროვნული ნიშან-თვისებები, ისე გარეგანი ფაქტორები. მასწავლებელს, რომელიც მარტო შინაგან ან გარეგან მოტივაციას მიმართავს, შეიძლება იმედგაცრუებული დარჩეს. მან უნდა იზრუნოს როგორც შინაგანი მოტივაციის გაჩენასა და შენარჩუნებაზე, ასევე გარეგანი მოტივაციის ჩართვაზე. შინაგანი მოტივაციის გამოწვევა შესაძლებელია, საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით ან იმ შემთხვევაში, როცა ის დატვირთვა-განტვირთვის მონაცვლეობის შემცველი აქტივობებითაა დაკომპლექტებული. ასეთი გაკვეთილი გულისხმობს დიდი დოზით სიმულაციებისა და თამაშების გამოყენებას ურთიერთთანამშრომლობის ან შეჯიბრების ფორმით, როგორც ჯგუფური, ისე ინდივიდუალური პროექტების ფარგლებში. გარეგანი მოტივაციის ამაღლების მიზნით მასწავლებელმა შეიძლება მიმართოს შემდეგ სტრატეგიებს, როგორებიცაა, გარკვეული ჯილდოს, საჩუქრის შეთავაზება უკეთესი შედეგისათვის; წერილობითი ან სიტყვიერი შექება, რომელიც არ არის ზოგადი[3, გვ.6]. ბიჰევიორისტული მიდგომის თანახმად ადამიანის ქცევის განმსაზღვრელია სტიმული. რომელსაც ბიჰევიორისტები უწოდებენ განმამტკიცებლებს. ხოლო, განმტკიცება არის სტიმულის მიწოდების შედეგად მიღებული ეფექტი. პოზიტიური და ნეგატიური განმტკიცება გვხვდება ყველა საკლასო ოთახში. თუკი მუდმივად მივმართავთ გარკვეულ განმამტკიცებლებს კონკრეტული ქცევის გამო, აუცილებლად მიიღწევა ამ ტიპის ქცევა. შექება მოსწავლეს აძლევს გარკვეულ ინფორმაციას, თუმცა განათლების ფსიქოლოგი ბროფი [2, გვ.11] აღნიშნავს, რომ როგორც გადაჭარბებული, ისე იშვიათი შექება ერთნაირად უარყოფითად მოქმედებს მოტივაციის ამაღლებაზე. ნეგატიური შედეგი შეიძლება მოგვცეს ჯილდოს შეთავაზებამაც. განათლების ფსიქოლოგების ლეპერის და გრინის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტის თანახმად ბავშვების ჯგუფი, რომელსაც გარკვეულ ჯილდოს დაჰპირდნენ, უფრო ნაკლები ინტერესით ჩაერთო გეომეტრიული თავსატეხი ამოცანების ამოხსნაში [2, გვ.13]. ბიჰევიორისტების აზრით, მასწავლებელმა არც უარი უნდა თქვას და არც გადაჭარბებულად გამოიყენოს ის. აღნიშნული მოსაზრება გადავამოწმე კვლევის პროცესში, რომელმაც იგივე ეფექტი მომცა და დამარწმუნა, რომ გარეგანი მოტივაცია ყოველთვის სასურველ შედეგს არ იძლევა. მოტივაციისადმი ჰუმანისტურ მიდგომას იზიარებს კარლ როჯერსი. ის თვლიდა, რომ უსაფრთხო, კეთილგანწყობილი გარემო ეხმარება ბავშვს თვითშემეცნებაში, თვით პატივისცემის გრძნობის ჩამოყალიბებასა და დამოუკიდებლად სწავლის უნარის განვითარებაში. სწავლება ნაყოფიერია თუ მოსწავლე სრულად არის ჩართული სწავლა-სწავლების პროცესში, მოსწავლე ახორციელებს პრაქტიკულ აქტივობებს, მოსწავლე მუდმივად აფასებს საკუთარ თავს, მოძებნილია ახალი მიდგომები სწავლისადმი ბავშვის მოტივირების გამოწვევისათვის. სწავლის პროცესში ბავშვს არა აქვს შიში. ჰუმანისტური მიდგომის ეფექტი აშკარა გახდა ჩემთვის მისი პედაგოგიურ პრაქტიკაში გადამოწმებისას, რომელსაც აქტიურად ვიყენებ სწავლების პროცესში. ფსიქოლოგ დესის თვით განსაზღვრის თეორიის თანახმად ყოველ მოვლენას ორი ასპექტი აქვს: მაკონტროლებელი და ინფორმაციული. თუ მოსწავლეზე კონტროლის ხარისხი ძალიან მატულობს, მაშინ მცირდება მისი შინაგანი მოტივაცია. თუ სჭარბობს ინფორმაციული მიდგომა, ეს ზრდის მოსწავლის კომპეტენტურობას და შესაბამისად, შინაგან მოტივაციას. ჰუმანისტური განათლება უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებს აზროვნებასა და ემოციებზე და არა ფაქტობრივი ცოდნის მიღებაზე, მე-ს განვითარებაზე (მოსწავლის ინტერესების გათვალისწინებით შესაძლებელია მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება), კომუნიკაციაზე(სწავლება ეფექტურია კონსტრუქციული ურთიერთობის პირობებში)[2,გვ18]. ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში გადავამოწმე დესის მოსაზრება, რომლის ეფექტური მხარე ჩემს მიერ განხორციელებული სასწავლო პროცესის შემადგენელ ნაწილად იქცა. კერძოდ, მან კლასის ფარგლებში მნიშვნელოვანწილად პოზიტიური გახადა ურთიერთდამოკიდებულება როგორც ჩემსა და მოსწავლეებს შორის, ასევე მოსწავლეებს შორის. კოგნიტივისტურ თეორიებში ადამიანი განხილულია, როგორც ცნობისმოყვარე, აქტიური, ინფორმაციის მაძიებელი არსება, რომელიც ცდილობს გადაჭრას ესა თუ ის პრობლემა. კოგნიტივისტები აქცენტს აკეთებენ შინაგან მოტივაციაზე. ბიჰევიორისტებისაგან განსხვავებით. „კოგნიტივისტები თვლიან, რომ ქცევა აზროვნებით არის განპირობებული და არა უბრალოდ იმის გამო, რომ წარსულში ამასთან დაკავშირებით დაგვაჯილდოვეს ან დაგვსაჯეს.“ [2, გვ.23]. მეშვიდე კლასში არიან მოსწავლეები, რომელთათვისაც არსებითია არა გარეგანი მოტივაციით გამოწვეული ეფექტი, არამედ რეალური ცოდნის მიღების სურვილი და მისი გამოყენების შესაძლებლობები. მათი მოტივაციის ამაღლების და საინტერესო მუშაობის წარმართვის მიზნით მნიშვნელოვანი დახმარება გამიწია კოგნიტივისტთა მოსაზრებამ. მათ განმავითარებელი შეფასების სახით ვაძლევდი შეფასებას, იმის თაობაზე, თუ რამდენად კარგად უკავშირებდნენ წარსულში მიღებულ ცოდნას მოცემულ საგაკვეთილო სიტუაციას. ასეთი რწმენა მათ მოტივირებას იწვევდა. „მიზანი არის შედეგი, რომლის შესრულებასაც ესწრაფვის ინდივიდი’’.ფსიქოლოგი დვეკი გამოყოფს ოთხ მიზნობრივ ორიენტაციას-დახელოვნება(სწავლა), პრეზენტაცია (კარგად წარმოჩენა), სამუშაოს თავიდან არიდება და სოციალური ორიენტაცია.“ [2, გვ.25]. მიზნის დასახვას ხელს უწყობს უკუკავშირი, რომელიც ხაზს უსვამს მოსწავლის პროგრესს და რომელიც ყველაზე ეფექტური საშუალებაა სწავლის მოტივაციის ამაღლებისათვის. მეორეს მხრივ მოტივაციის მნიშვნელოვანი კომპონენტი ემოციაა. მთავარი პრობლემა მოტივაციასთან დაკავშირებით წამოიჭრება მაშინ, როცა მოსწავლეები მარცხს განიცდიან და მის მიზეზებს ვერ პოულობენ. ასეთ შემთხვევაში მცირდება სწავლის მოტივაცია. ზემოთ აღნიშნული თეორიული მიღწევები გამოვიყენე კლასში, კერძოდ, პოზიტიური უკუკავშირით მოსწავლეს ვეხმარებოდი კონკრეტული საკითხის დაძლევაში. ხშირად განმეორებით ვაძლევდი მითითებას ერთი და იგივე ამოცანის ამოხსნის დროს. ამით მას ჩამოუყალიბდა რწმენა, იმის შესახებ, რომ ეხმარებიან. ერთ-ერთმა ცნობილმა ფსიქოლოგმა, ბ. ვეინერმა ერთმანეთთან დააკავშირა ატრიბუციის თეორია და განათლება. მასწავლებლის მხრიდან წარმატების თუ წარუმატებლობის მიზეზების ატრიბუცია (ახსნა), დიდ დახმარებას უწევს მოსწავლეს პრობლემის წამოჭრის შემთხვევაში [2,გვ28]. ამგვარ მიდგომას ამ თეორიული საკითხის განხილვის შემდგომ აქტიურად ვიყენებ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში, რომელმაც კვლევაში დასმული პრობლემა ნაწილობრივ მოაგვარა. რთულია სასწავლო საგანი ყველა მოსწავლის ინტერესზე იყოს მორგებული, ამიტომ საჭიროა სიტუაციურ ინტერესზე დაყრდნობა. ზოგიერთი მოსწავლე სხვადასხვა სიტუაციაში მაინც შფოთავს, დაძაბულია და შეაქვს ეჭვი საკუთარ შესაძლებლობებში, რაც ხელს უშლის სწავლას. შფოთვასთან გამკლავება და მოტივაციის ამაღლება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მასწავლებლის რეაგირებებზე. სხვადასხვა საკითხის ირგვლივ მსჯელობისას მოსწავლეებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობის წარმოქმნას გულისხმობს მოტივაციისადმი სოციოკულტურული მიდგომა. როცა მოსწავლე გრძნობს, რომ ჯგუფის ლეგიტიმური წევრია, მოტივაციაც მაღალია. დიმიტრი უზნაძე მოსწავლეთა სწავლის ხარისხის გაუმჯობესებასა და მოტივაციის ამაღლებას უკავშირებდა განწყობას. იგი თვლიდა რომ განწყობა მთლიანობითი მდგომარეობაა, რომელიც პრინციპულად განსხვავდება ინდივიდის ყველა სხვა დიფერენცირებული პროცესისა და ფსიქოლოგიური თავისებურებებისაგან. განწყობის თეორიის მიხედვით, ,, განწყობის წარმოქმნის ფაქტორებია მოთხოვნილება და სიტუაცია’’. მოთხოვნილებისა და მისი დაკმაყოფილების სიტუაციის თანხვდომის შედეგად სუბიექტში წარმოიქმნება სპეციფიკური მდგომარეობა — განწყობა ისეთი ქცევის შესრულებისადმი, რომელსაც შეუძლია კონკრეტული მოთხოვნილების დაკმაყოფილება. ქცევა გაწყობაში წინასწარაა ასახული (ანტიციპირებული), მაგრამ განწყობას, თავის მხრივ, განაპირობებს მოთხოვნილება და სიტუაცია. ამრიგად, ქცევა წარმოდგენილია, როგორც განწყობის ფაქტორებით განსაზღვრული და ამავე დროს მიზანმიმართული მოქმედება. განწყობის თეორიის მიხედვით, ინდივიდმა რომ რაიმე ქცევის განხორციელება შეძლოს, იგი როგორც მთლიანობა, სრულიად გარკვეულ მდგომარეობაში უნდა იყოს. ქართველ ფსიქოლოგთა კონცეფციის თანახმად, მოტივები, პიროვნების ნიშნები, „ღირებულებით ორიენტაციები“ და ქცევის სხვა ცალკეული ფაქტორები გამოვლენილ ქცევას უშუალოდ ერთმანეთისგან იზოლირებულად კი არ განსაზღვრავენ, არამედ ემორჩილებიან მთლიანობითი პიროვნების მარეგულირებელ მოდუსს. მოსწავლის მოტივაციის ამაღლებაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება პედაგოგს, ამიტომ როგორც გარეგანი ასევე შინაგანი მოტივაციის გაუმჯობესებაზე კომპლექსური მუშაობა ზრდის მოსწავლის აკადემიურ მოსწრებას და სასწავლო პროცესი სასიამოვნოდ და სახალისოდ წარიმართება(ტყემალაძე და სხვები 2008:3). მასწავლებლები კარგად უნდა იცნობდნენ მოტივაციის თეორიას, რათა სწავლების პროცესი ეფექტიანად წარმართონ და მშობლებს ის სტრატეგიები გააცნონ, რომელთა განხორციელება მათი შვილების მოტივაციას გაზრდის (ვაისი და სხვები 2010) . ბავშვების სწავლის მოტივაცია, ანუ სწავლის პროცესიდან სიამოვნების მიღება, განათლებაში ჩადებული ინვესტიციაა, რომელიც მასწავლებლის და მშობლების გარეშე ვერ შეიქმნება. მშობლები და მასწავლებლები ყველაზე დიდ გავლენას ახდენენ ბავშვების სწავლის პროცესზე. სწავლის პროცესი მაშინ შედგება, როდესაც ბავშვები სიამოვნებით და ხალისით სწავლობენ. მშობლებს და მასწავლებლებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ ამ პროცესის წარმატებით წარმართვას. მათ შესწევთ ძალა ბავშვებში გაზარდონ შინაგანი მოტივაცია. როდესაც მშობელიც და მასწავლებელიც ბავშვებს გამოწვევის შემცველ, მაგრამ ისეთ დავალებებსა და სასწავლო მასალას აწვდიან, რომელთა დაძლევა და ათვისება ხელს უწყობს ბავშვებში კომპეტენტურობის შეგრძნების ჩამოყალიბებას. მშობლებსა და მასწავლებლებს შეუძლიათ ბავშვებს მზრუნველი და ერთმანეთის პატივისცემაზე აგებული სასწავლო გარემო შეუქმნან, რაც მათ მოზრდილ ადამიანებთან და თანატოლებთან ერთიანობისა და ერთობის შეგრძნებას ჩამოუყალიბებს(ვაისი და სხვები 2010). კვლევაზე მუშაობისას ვიხელმძღვანელე:  26/03/2018 წ № 56 ბრძანების მიხედვით დამტკიცებული კვლევის შეფასების რუბრიკებით. (გავითვალისწინე ის კრიტერიუმები, რომლებიც ამ რუბრიკაშია გაწერილი, რაც დამეხმარა ანგარიში უფრო გასაგებად და თანმიმდევრულად დამეწერა).  მიხ. გიორგაძის ნაშრომი ,,როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებზე’’  სოფიკო ლობჟანიძის სტატია ,,როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევები“ ,საიდანაც მივიღე პროფესიული რჩევები, თუ რა არის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა, რა თავისებურებები გააჩნია მას, რა ეტაპები, როგორ უნდა განვსაზღვროთ საკვლევი თემა,როგორ გადავამოწმოთ, გვაქვს თუ არა სწორად შერჩეული პრობლემა, რა მეთოდები უნდა გამოვიყენით და ა. შ. სტატიის ავტორის აზრით: ,,პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მარტო სირთულეების გადასალახავად კი არ არის საჭირო, არამედ ახალიიდეების, ინოვაციების გამოსაცდელად, საკუთარი ძალების გასაძლიერებლად, საკუთარი ძლიერი მხარისა და პოტენციალისაღმოსაჩენად, საჭირო უნარ-ჩვევების განსავითარებლადაც“. 8.კვლევის მეთოდები საკვლევი თემის შესწავლისა და პრობლემის სწორად დადგენისათვის გამოვიყენე , სოციალური კვლევის მეთოდებიდან როგორც რაოდენობრივი ისე თვისებრივი მეთოდები და მათი ინსტრუმენტები. ამ ტიპის მეთოდებმა მომცა შესაძლებლობა მეტად რელევანტურად გამომეკვეთა ჩემთვის მნიშვნელოვანი ასპექტები , საჭიროებიდან გამომდინარე კვლევის პროცესში შემეტანა ცვლილებები და მივეყვანე ობიექტურ დასკვნამდე. თვისებრივი კვლევისას გამოყენებული იქნა შემდეგი მეთოდები: 1.მეთოდის დასახელება: დაკვირვება. სამიზნე ჯგუფი: მე-9 კლასი (13 მოსწავლე) • მეთოდის აღწერა: ( ,,უბრალო დაკვირვება’’-რომლის დროსაც მასწავლებელი არის მხოლოდ დამკვირვებელი, არ მონაწილეობს იმ სიტუაციებში რომელთაც შეისწავლის. პროცესი მიმართულია იმ სპეციფიკური ინფორმაციის მისაღებად, რომელიც საჭიროა კვლევის ამოცანების შესრულებისათვის, ახასიათებს სისტემატურობა, გეგმაზომიერება და კონტროლი და ძირითადი უპირატესობა ისაა, რომ გარკვეული ინდივიდების, ჯგუფების ქმედებების რეგისტრირება ხდება მათი განხორციელების დროს.) ეს მეთოდი გამოვიყენე საკუთარი საგაკვეთილო პროცესის დასაკვირვებლად. შევადგინე დაკვირვების დღიური.(იხ. დანართი 1) და მოვახდინე საკუთარ გაკვეთილზე სისტემატიური დაკვირვება და მონიტორინგი. 2.მეთოდის დასახელება: ფოკუს -ჯგუფი სამიზნე ჯგუფი: კლასში შემსვლელი პედაგოგები მეთოდის აღწერა: (ფოკუს ჯგუფი თავსებადია კვლევის სხვა მეთოდებთან და შედეგად მიღებული თვისებრივი ინფორმაცია ამდიდრებს რაოდენობრივ შედეგებს. პროცესის წარმატებას დიდ წილად განსაზღვრავს ჯგუფის წამყვანი ,,მოდერატორი’’). მონაცემთა შეგროვების მიზნით მოვამზადე კითხვარი (იხ. დანართი 2) კლასში შემსვლელი სხვა საგნის პედაგოგებისათვის, მოვაწყვე სამუშაო შეხვედრა, ვისაუბრეთ კითხვებიდან გამომდინარე. მივიღე რჩევები და რეკომენდაციები, რომლებიც გამომადგება, როგორც კვლევის დანარჩენ ეტაპზე ასევე ჩემ შემდგომ პრაქტიკაში. რაოდენობრივი კვლევისას გამოყენებული იქნა შემდეგი მეთოდი: მეთოდის დასახელება: გამოკითხვა (ანკეტირება) სამიზნე ჯგუფი: მოსწავლეები მეთოდის აღწერა: (რაოდენობრივი გამოკითხვის ყველაზე გავრცელებული ინსტრუმენტი მასობრივი გამოკითხვაა, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტიპი არის ანკეტირება. რესპოდენტი დამოუკიდებლად ავსებს კითხვარს ,კითხვარის საშუალებით მიიღება ინფორმაცია ფაქტების, მოვლენებისა და პროცესების შესახებ. კითხვარების შევსების შემდეგ ხდება კითხვებზე გაცემული პასუხების ანალიზი). კითხვარი მოვამზადე მე-9 კლასის ყველა მოსწავლეებისათვის. კითხვარი იყო დახურული და ანონიმური. რადგან ამ დროს რესპოდენტი არ იზღუდება პასუხის გაცემის დროს, გულწრფელია და შესაბამისად მის მიერ გაცემული პასუხებიც გულწრფელი და სანდოა. (დანართი 3.) 9.მონაცემთა ანალიზი კვლევის მეთოდების განხორციელების შემდეგ მოვახდინე მიღებული მონაცემთა ანალიზი, ანალიზი ეფუძნება როგორც რაოდენობრივი ასევე თვისებრივი კვლევის შედეგად მიღებულ მონაცემებს, რომლის სურათიც ასე გამოიყურება: >დაკვირვება საგაკვეთილო პროცესში ვაკვირდებოდი მოსწავლეებს წინასწარ შედგენილი დღიურით. > დაკვირვება, მოვამზადე დაკვირვების დღიური და სისტემატიურად დავიწყე მოსწავლეების დაკვირვება საკუთარ გაკვეთილებზე. დაკვირვების დღიური 2018-2019სასწავლო წელი მოსწავლის სახელი და გვარი დაკვირვების კომპონენტები 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 ცდილობს დააგვიანოს და უმიზეზოდ ითხოვოს გაკვეთილიდან გასვლა. x x x x x ნაკლებად ცდილობს საგაკვეთილო პროცესში ჩართვას. x x x x x x x x სისტემატიურად არ იცის გაკვეთილი. x x x x x თავს არიდებს საშინაო დავალებების შესრულებას x x x x x x x x ეზარება ინფორმაციის მოპოვება და რუკაზე მუშაობა. x x x x x x თავს არიდებს კითხვა პასუხსა და ჯგუფურ სამუშაოებს. x x x x x x ნაკლებად ცდილობს შემოქმედებითი, თანამშრომლობითი და კვლევითი უნარების განვითარებას. x x x x x x ნაკლებ ინტერესს ავლენს, რომ გაკვეთილის შესახებ მსჯელობაში ჩაერთოს. არ მონაწილეობს პრობლემის გააზრებასა და გადაჭრის გზების ძიებაში. x x x x x x დაკვირვების შედეგი: საკუთარ საგაკვეთილო პროცესზე სისტემატიური დაკვირვებით სადაც გავითვალისწინე საშინაო დავალებებისა და შემაჯამებელი სამუშაოების შედეგებიც. დავადგინე რომ მოსწავლეებში გეოგრაფიის გაკვეთილზე იკლო მოტივაციის დონემ. მოსწავლეებს გაუქრათ საგნის მიმართ ინტერესი. >ფოკუს ჯგუფი -საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვებასთან ერთად განვახორციელე ფოკუს -ჯგუფი მასწავლებლებისთვის(ზეპირი, იხ დანართი 2). ფოკუს- ჯგუფში მონაწილეობა მიიღო კლასში შემსვლელმა სხვა საგნის პედაგოგებმა. წინასწარ მოვამზადე კითხვარი მასწავლებლებისთვის. დავგეგმე სამუშაო შეხვედრა. რომლის დროსაც პედაგოგებს დავუსვი შეკითხვები ,ვისაუბრეთ ღიად და გულწრფელად. თავიანთი სამუშაო გამოცდილებიდან და შეხედულებებიდან გამომდინარე მივიღე რჩევები და რეკომენდაციები. ფოკუს-ჯგუფის შედეგი: მასწავლებელთა გამოკითხვის მოკლე რეზიუმე პედაგოგთა უმეტესობამ აღნიშნა რომ მათ საგნებშიც იკლო, საგაკვეთილო პროცესში ჩართულობამ, დაიკლო მოტივაციამ, შეინიშნება ქცევის პრობლემებიც, კლასის საერთო აკადემიურმა მოსწრებამ დაიწყო კლება. უმეტესი მათგანი დაბალი მოტივაციის გამომწვევ მიზეზად ასახელებს ერთფეროვან გაკვეთილებს, რომლებზეც არ ხდება მრავალფეროვანი რესურსებისა და სახალისო აქტივობების განხორციელება. მასწავლებლებს მიაჩნიათ რომ განმავითარებელი და დროული კონსტრუქციული უკუკავშირის მიცემა ისევე აუცილებელია საბაზო საფეხურზე როგორც დაწყებით საფეხურზე. კოლეგებმა საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე მირჩიეს რომ გამოვიყენო მეტი გასვლითი და პრაქტიკული გაკვეთილები, რითაც მოსწავლეებს დავანახებ საგანში მიღებული ცოდნის პრაქტიკულ ღირებულებას, და შევძლებ მათი მოტივაციის ამაღლებას. >გამოკითხვა (ანკეტირება, წერილობით)- მოსწავლეები . საკუთარ საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვებებისა და მასწავლებლებთან ჩატარებული გამოკითხვის, პარალელურად შევიმუშავე კითხვარი მოსწავლეებისათვის და მოვახდინე მათი ანკეტირება. ანკეტირების შედეგი 1) შეკითხვა 2) შეკითხვა 3)შეკითხვა 4)შეკითხვა 5)შეკითხვა 6)შეკითხვა 7)შეკითხვა 8)შეკითხვა კვლევის საერთო მონაცემთა გაანალიზების შედეგად გავაკეთე დასკვნა : რომ მოსწავლეებს უფრო მეტად მოსწონთ გაკვეთილები რომელზედაც გამოყენებულია მრავალფეროვანი აქტივობები და მრავალფეროვანი რესურსები, ხშირია არაფორმალური და პრაქტიკული გასვლები საკლასო ოთახიდან. 10.ძირითადი მიგნებები მონაცემთა ანალიზისას გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია ინტერვენციების დასაგეგმად • მასწავლებელი გაკვეთილს ყოველთვის არ გეგმავს მოსწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით. • მასწავლებელი გეოგრაფიის შესწავლისას ხშირად არ იყენებს გასვლით გაკვეთილებს. • გაკვეთილები არის ერთფეროვანი. საგაკვეთილო პროცესში ხშირად არ გამოიყენება სახალისო ტიპის აქტივობები რომელიც ორიენტირებულია შემეცნებითი უნარების განვითარებაზე. • გაკვეთილზე ხშირად ვერ ხდება მრავალფეროვანი რესურსების გამოყენება. • გაკვეთილზე ნაკლებად ხდება ტრანსფერის უნარის განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები. 11.ინტერვენციები არსებული პრობლემის გადაჭრისათვის დავგეგმე და პრაქტიკაში განვახორციელე მრავალფეროვანი და მოსწავლეზე ორიენტირებული ინტერვენციები: 1.ინტერვენცია-,,გასვლითი გაკვეთილები ‘’ ინტერვენციის მიზანი: საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნება, ინფორმაციის მოპოვების, დამუშავების, გაანალიზების და ტრანსფერის უნარის განვითარება მოსწავლეებში. ინტერვენციის აღწერა: საგაკვეთილო თემებიდან გამომდინარე ჩავატარე რამდენიმე გასვლითი გაკვეთილი. ვიდრე გასვლით გაკვეთილზე გავიდოდით მანამდე კლასში დავგეგმეთ წინასწარ და შევიმუშავეთ ერთობლივად სამოქმედო გეგმა. სოფელში არ არის მრეწველობის ქარხნები და სხვადასხვა მნიშვნელოვანი ობიექტები, შორს წასვლა კი სხვადასხვა ხარჯებს მოითხოვს, რაც ხელმისაწვდომი არ არის მოსწავლეებისათვის. აქედან გამომდინარე გასვლითი გაკვეთილები განვახორციელეთ ჩვენს სოფელში, დავაკვირდით ადგილობრივ ბუნებრივ პირობებს, შევისწავლეთ ჩვენი სოფლის გეოგრაფიული მდებარეობა, სოფლის მცენარეთა და ცხოველთა მრავალფეროვნება, შევისწავლეთ ადგილობრივი ჰიდროსფეროს სისტემა. მოვიძიეთ ინფორმაცია ადგილობრივი ბუნებრივი მინერალური რესურსების შესახებ. დავათვალიერეთ და დავასუფთავეთ ადგილობრივი ბუნებრივი და ანთროპოგენური ძეგლები. ვისაუბრეთ თუ რა როლს ასრულებს გეოგრაფიული ობიექტები და გეოგრაფიული მოვლენები ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში. დავგეგმეთ ექსკურსია ჰიდროელექტროსადგურზე. ადგილზევე მოვახდინეთ მნიშვნელოვანი ინფორმაციის ჩაწერა კვლევის დღიურებში, რომლის მიზანიც იყო კლასში დაბრუნების შემდეგ მოგვეხდინა ამისი ანალიზი. ამ გარემოებამ კიდევ უფრო ხალისით ჩართო მოსწავლეთა ის კატეგორია, რომელიც მანამდე პასიურ როლს ავლენდა გეოგრაფიის საგნის შესწავლაში. კლასში დაბრუნების შემდეგ ადგილზე ნანახითა და შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე მოვაწყვეთ დისკუსია: რატომ და როგორ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს საარსებო გარემოზე? ინტერვენციის მდგრადობა შევამოწმე გასასვლელი ბილეთით (იხ. დანართი 4).რომლის საშუალებით ძალიან მოკლე დროში მივიღე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოსწავლის ინტერესების, ღირებულებების, დამოკიდებულებებისა და შეხედულებების შესახებ. მოსწავლეებმა კი მოახდინეს რეფლექსია საკუთარ სწავლაზე. გასასვლელი ბილეთების გაანალიზების შემდეგ დავადგინე რომ გასვლითი გაკვეთილები დადებითად მოქმედებს მოსწავლეებზე, იწვევს მათში მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებას, ზრდის მოსწავლეთა პასუხისმგებლობასა და საკლასო აქტივობებში მონაწილეობის ხარისხს. აღნიშნული ინტერვენციით მოსწავლეები უფრო კარგად ხედავენ გეოგრაფიის შესწავლის აუცილებლობას და მის როლს ყოველდღიურ ცხოვრებაში. აღნიშნული მეთოდით მივაღწიეთ, ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტიდან შემდეგ მოთხოვნებს: გეო. ΙX.2. მოსწავლეს შეუძლია განიხილოს საქართველოს მდებარეობა და დაადგინოს მისი მნიშვნელობა ქვეყნისთვის. გეო. ΙX.3. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს და გაანალიზოს საქართველოს ბუნებრივი პირობები. 2. .ინტერვენცია-,,მრავალფეროვანი ტიპის (თვალსაჩინო მასალა, ელექტრონული) რესურსების ჩვენება და მათ შექმნაში მონაწილეობა’’. ინტერვენციის მიზანი: მოსწავლეები მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსების გამოყენებით, შეძლებენ საგაკვეთილო პროცესში უკეთ ჩართულობას და შესაბამისად მოტივაციის ამაღლებას. ინტერვენციის აღწერა: გაკვეთილზე უფრო ხშირად დავიწყე ვიზუალური თვალსაჩინოებებისა და ინტერნეტ რესურსების შეტანა. ესგ-დან გამომდინარე (საგაკვეთილო თემასთან შესაბამისად) შემქონდა პლაკატები, რუკები, მოდელები, მაკეტები, თვეში ორჯერ BBC-ის ფილმებიდან ვაჩვენებდი მოკლე ვიდეორგოლებს და ფილმებს. http://net.adjara.com/Movie/main?id=1002290&serie=1 საშინაო დავალების ფორმატში ვთხოვდი მოსწავლეებს გადაეღოთ სურათები, ბუნებრივი და ანთროპოგენური კომპლექსებისა და გეოგრაფიული ობიექტებისათვის, მოეხდინათ მათი კლასიფიკაცია საერთო ნიშნით და აეწყოთ პრეზენტაციები ,,pover-point’’-ში, მოპოვებული ვიზუალური მასალა გამოეყენებინათ კედლის გაზეთებისა და პლაკატების შექმნაში. ასეთი აქტივობები იწვევდა მათ დაინტერესებას, საგაკვეთილო პროცესში ჩართვას და პასუხისმგებლობის უნარის განვითარებას. შესაბამისად ამ დროს სწავლაც უფრო სახალისო ხდებოდა რაც თავის მხრივ ხელს უწყობდა მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებასა და მათში მოტივაციის გაზრდას. 3. ინტერვენცია: ,, ეკო- კალენდარი’’ მდგრადი მომავლისათვის. ინტერვენციის მიზანი: მოსწავლეების ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება. მათი ინტელექტუალური განვითარება, აქცენტი შემოქმედებით აზროვნებაზე და პრობლემის გადაჭრის უნარის განვითარებაზე. ინტერვენციის აღწერა: მოსწავლეებმა ინტერნეტის საშუალებით მოძებნეს მნიშვნელოვანი ,,ეკო თარიღები’’ და შეადგინეს ეკო კალენდარი(იხ. დანართი 5.) ეკო კალენდრიდან აირჩიეს მათთვის საინტერესო თარიღი-,, 22 აპრილი’’ და დაგეგმეს მცირე პროექტი სახელწოდებით:,, გავუხანგრძლივოთ სიცოცხლე დედამიწას’’ რომლის ფარგლებში დაიგეგმა და განხორციელდა სხვადასხვა აქტივობები: • ინფორმაციის მიღება კომპეტენტური პირიდან. • მოსწავლეების მიერ ინფორმაციის მოძიება. • მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება. • გამწვანების აქცია. • კედლის გაზეთისა და გამოფენის მოწყობა. • პრეზენტაცია მოსწავლეებს მივაწოდე ინფორმაცია მნიშვნელოვანი ეკოლოგიური თარიღების აღნიშვნასთან დაკავშირებით. მოსწავლეებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით მოძებნეს ინფორმაცია და მოაწყვეს პრეზენტაციები. დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია, დარგეს ნერგები. შექმნეს კედლის გაზეთი და საქმიანობის ამსახველი სურათებით მოაწყვეს გამოფენა. ინტერვენციის განხორციელების შემდეგ მოსწავლეები უფრო მეტად დაინტერესდნენ საგნის შესწავლით, გახდნენ უფრო მოტივირებულები, დაგეგმეს აქტივობები სხვა ეკოლოგიური თარიღების აღსანიშნად. ინტერვენციის შესაბამისობა ესგ: გეო. ΙX.5. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს საქართველოში გეოეკოლოგიური პრობლემების წარმოქმნის ბუნებრივი და ანთროპოგენური წყაროები. 4. ინტერვენცია-,,საველე კვლევა’’ ინტერვენციის მიზანი: მოსწავლეებში გეოგრაფიული უნარების განვითარება და თავიანთ საარსებო გარემოში რისკების დანახვა, მათი თავიდან აცილების გზების ძიება. ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნებისა და მის დაცვაზე პასუხისმგებლობის ჩამოყალიბება. ინტერვენციის აღწერა: რელიეფთან დაკავშირებული სტიქიური მოვლენების. შესწავლის დროს განვახორციელეთ საველე კვლევა. გავედით ბუნებაში დავათვალიერეთ ადგილობრივი ბუნებრივი ტერიტორიული კომპლექსი, ჩავინიშნეთ ეროზიული და მეწყრული ადგილები. იქიდან გამომდინარე რომ ბუნებრივი კატასტროფები სერიოზულ ზიანს აყენებს საოჯახო მეურნეობას და ამცირებს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის შემოსავალს დავიწყეთ ფიქრი პრობლემის მოსაგვარებლად. ეროზიისა და მეწყერის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური ხეების დარგვა, მწვანე საფარის გაშენებაა. გაზაფხულზე საერთო ძალებით მოვაგროვეთ ნერგები და პრობლემურ ადგილებზე მოვახდინეთ მათი დარგვა. ინტერვენციამ გამოიღო შედეგი მოსწავლეები გახდნენ უფრო გულისხმიერი და ყურადღებიანები, გაუჩნდათ მეტი პასუხისმგებლობა, უფრო მეტად დაინტერესდნენ გეოგრაფიის საგნით, რადგან დაინახეს მისი როლი და საჭიროება ყოველდღიურ ცხოვრებაში. საგაკვეთილო პროცესშიც გააქტიურდნენ, გაიზარდა მათი მოტივაცია. რაც შეეტყო მათ აკადემიურ მოსწრებას. საველე კვლევის ჩატარებამდე მოსწავლეებმა კარგად გააცნობიერეს კვლევის თავისებურებები, კვლევის ჩატარების შემდეგ ეს უფრო თვალშისაცემი და მკაფიო გახდა. კვლევა • მეცნიერული კვლევა გვეხმარება ბუნებაში არსებული კანონზომიერებების ამოცნობაში; • მეცნიერული კვლევა მრავალ ეტაპიანი პროცესია: მეცნიერული კვლევის ეტაპებია: 1.მარტივი კითხვების დასმა შესასწავლი სხეულის/პროცესი/მოვლენის შესახებ; 2.ვარაუდის გამოთქმა; 3.საკვლევი ობიექტის შესწავლა საკუთარი შეგრძნების ორგანოების ან მარტივი ხელსაწყოების გამოყენებით 4.ობიექტების და პროცესების ამოცნობა, აღწერა და დახარისხება; 5.კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭირო მონაცემების შეგროვება და ჩანიშვნა(ნახატების, პირობითი ნიშნების საშუალებით) 6.დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა პირად მოსაზრებებზე ან/და დაკვირვების შედეგებზე დაფუძნებით; 7.კომუნიკაციიის სხვადასხვა ფორმის (მაგ. ნახატი, ზეპირმეტყველება, ისტ) გამოყენება საკუთარი მოსაზრებების ან/და კვლევის შედეგების წარდგენისას. ინტერვენციის შესაბამისობა ესგ: გეო. ΙX.3. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს და გაანალიზოს საქართველოს ბუნებრივი პირობები. გეო. ΙX.6.მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს საქართველოში მეურნეობის სტრატეგიული დარგები და მათი განვითარების პერსპექტივები. 5.ინტერვენცია: ,,არჩევანის თავისუფლება’’ ინტერვენციის მიზანი: სასწავლო პროცესში მოსწავლეთა მოტივაციის, თავისუფლებისა და პროგრესის ელემენტების შეტანა. ინტერვენციის აღწერა: მოსწავლეებს ვაძლევ არჩევანის საშუალებას. მაგალითად ნაცვლად იმისა, რომ ამოხსნან 6 ამოცანა ,ვაძლევ შესაძლებლობას აირჩიონ ექვსიდან ოთხი. ვუთითებ შესრულების დროს და პრინციპებს. როდესაც მოსწავლეები ირჩევენ მათთვის სასურველ ოთხს ექვსიდან, დავალებას ასრულებენ ხალისით, რაც მეტყველებს მათ სრულ მობილიზებასა და დროის რაციონალურ გამოყენებაზე. ასეთი დამოკიდებულება მოსწავლეს მეტ თავისუფლებას ანიჭებს და სასწავლო პროცესს მისთვის შემოქმედებითსა და საინტერესოს ხდის. ყოველთვის ვცდილობ მივცე მრავალფეროვანი გაკვეთილის მიზნიდან გამომდინარე დავალებები(იხ.დანართი 6), რომლებიც მოსწავლეებს დაეხმარებათ სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში. 12.ინტერვენციების შეფასება. ინტერვენციების შედეგების მდგრადობის შესამოწმებლად და შესაფასებლად გამოვიყენე ისევ მრავალფეროვანი მეთოდები. განვახორციელე კლასთან დაკვირვება, გავაანალიზე დოკუმენტები და მიღებული შედეგები შევადარე კვლევის დასაწყისში მიღებულ მონაცემებს. • დაკვირვება: საგაკვეთილო პროცესზე შემდგომი დაკვირვებების დროს შევნიშნე რადიკალური ცვლილებები -მოსწავლეებს აღარ აგვიანდებოდათ და უმიზეზოდ აღარ ცდილობდნენ გარეთ გასვლას. ცდილობდნენ სისტემატიურად ჩართულიყვნენ გაკვეთილის პროცესში. მოიმატა საშინაო დავალებების შესრულების ხარისხმა. საგაკვეთილო თემებთან დაკავშირებით დაიწყეს სრულყოფილი ინფორმაციის მოძიება, ხალისით ერთვებოდნენ ჯგუფურ სამუშაოებში, მონაწილეობდნენ კითხვა პასუხში. მრავალფეროვან აქტივობებში მონაწილეობის შედეგად განუვითარდათ შემოქმედებითი, თანამშრომლობითი და კვლევითი უნარები. დაიწყეს გაკვეთილის შესახებ მსჯელობა, მონაწილეობდნენ პრობლემის გააზრებასა და გადაჭრის გზების ძიებაში. საგრძნობლად გაიზარდა მოსწავლეთა მოტივაცია და მათი ინტერესი საგნის მიმართ. დოკუმენტაციის ანალიზი • საშინაო დავალებები მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაიწყეს საშინაო დავალებების შესრულება. მოცემული მონაცემებით ადგენდნენ სხვადასხვა სახეობის რუკებს და დიაგრამებს. აგნებდნენ და ასწორებდნენ ტექსტში შეცდომებს. ტექსტის გაანალიზების შემდეგ სცემდნენ კითხვებს პასუხს. შეძლეს მართებულის ამოცნობა. სრულყოფილად მუშაობდნენ რუკებზე. მონაწილეობას იღებდნენ რესურსების შექმნასა და სხვადასხვა პროექტების დაგეგმვა განხორციელებაში. • საშინაო დავალების შესრულების ხარისხი მეორე სემესტრის ბოლოს. • შემაჯამებელი დავალებების შეფასება • მე-2 სემესტრის შემაჯამებელი სამუშაოების შედეგები. მოსწავლე შემაჯამებელი სამუშაოN1 შემაჯამებელი სამუშაოN2 შემაჯამებელი სამუშაოN3 X 9 10 10 X 6 7 7 X 9 9 10 X 8 8 9 X 7 8 9 X 7 6 8 X 8 8 8 X 8 9 10 X 5 8 9 X 6 7 8 X 8 7 9 X 7 8 9 X 9 10 10 • მოსწავლეთა ანკეტირება. კითხვები (შედეგებით) 1.საინტერესოა თუ არა თქვენთვის გეოგრაფიის გაკვეთილი? ა)საინტერესოა; ბ)საინტერესოა ხანდახან; გ)არ არის საინტერესო. 2.მოგწონთ თუ არა გასვლითი გაკვეთილები? ა)მომწონს ძალიან; ბ)მომწონს ნაწილობრივ. გ)არ მომწონს. 3.როგორი გაკვეთილი მოგწონს? ა)მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული; ბ)ერთფეროვანი და რუტინული; გ) ლექციური; დ)არ აქვს მნიშვნელობა; 4.რამდენად ხშირად იყენებს მასწავლებელი ეფექტურ უკუკავშირს? ა)იყენებს ხშირად; ბ)იყენებს ხანდახან; გ)არ იყენებს. 5. მოგწონთ თუ არა მრავალფეროვანი რესურსებით ჩატარებული გაკვეთილი? ა)მომწონს. ბ)მომწონს ნაწილობრივ; გ)არ მომწონს. 6. ხედავთ თუ არა გეოგრაფიის როლს ყოველდღიურ ცხოვრებაში? ა)ვხედავ; ბ)ვხედავ ნაწილობრივ; ბ)ვერ ვხედავ. 7. ხართ თუ არა ჩართული გეოგრაფიის გაკვეთილის მსვლელობის პროცესში? ა)ვარ ჩართული; ბ)საშუალოდ ვარ ჩართული; გ)არ ვარ ჩართული. 8. შეგიქმნიათ თუ არა რესურსი მასწავლებლის დახმარებით? ა)დიახ; ბ)ხანდახან; გ)არა; გასასვლელი ბარათების ანალიზი: გასასვლელი ბარათების გაანალიზების შემდეგ აღმოჩნდა რომ მოსწავლეების უმეტესობის შეგრძნება იყო დადებითი, მოსწავლეებისთვის ძალზე საინტერესო აღმოჩნდა გასვლითი პრაქტიკული გაკვეთილები. პრაქტიკული გაკვეთილის მიმდინარეობისას, მოსწავლეებს უფრო მეტად გაუჭირდათ დროის ლიმიტის დაცვა, ვიდრე ეს ხდებოდა სტანდარტული გაკვეთილის მიმდინარეობის პროცესში. მიხვდნენ რომ გეოგრაფიის საგნის, საგაკვეთილო თემის, დასწავლა და განმტკიცება პრაქტიკული გაკვეთილების დროს, არაფორმალურ გარემოში უფრო ეფექტურად ხდება, ვიდრე ფორმალურ გარემოში საკლასო ოთახში. საგაკვეთილო თემიდან გამომდინარე კიდევ ბევრჯერ სურთ ამდაგვარ აქტივობებში მონაწილეობა. მომავალში ეცდებიან მასწავლებელს დაეხმარონ ასეთი ტიპის გაკვეთილების დაგეგმვასა და განხორციელებაში, რათა უფრო მეტად გათვალისწინებული იყოს მათი სურვილები და შესაძლებლობები. აღნიშნულ აქტივობაში აქტიურად იყო ჩართული მოსწავლეთა უმეტესობა რაც დადასტურდა დიაგრამის მონაცემში. საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვების, საშინაო დავალებებისა და შემაჯამებელი სამუშაოების, გასასვლელი ბარათებისა და მოსწავლეთა ანკეტირების შედეგების გაანალიზების გათვალისწინებით შემიძლია ვთქვა, რომ პრაქტიკული კვლევა კლასისათვის ნაყოფიერი შედეგების მომტანი გამოდგა. გაიზარდა მოსწავლეთა მოტივაციის დონე ,მათი აკადემიური მოსწრება, სწავლა-სწავლების ხარისხი საგაკვეთილო პროცესში. რაც დაადასტურა ზემოთ მოცემულმა განმეორებით ჩატარებულმა კვლევის მეთოდებისა და სხვადასხვა აქტივობების შედეგებმა. თუმცა უნდა ითქვას რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია და უნდა გაგრძელდეს კლასთან აღნიშნული ტიპის სამუშაოები. 13.რეკომენდაციები კვლევის პროცესში მიღებული ინფორმაციის მონაცემის ანალიზის საფუძველზე შევიმუშავე რეკომენდაციები. • საგაკვეთილო პროცესის დაიგეგმოს მოსწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით. • განმავითარებელი და ეფექტური უკუკავშირის სისტემატიური გამოყენება. • მრავალფეროვანი რესურსების გამოყენება და მოსწავლეთა ჩართვა მათ შექმნაში. • მრავალფეროვანი და სახალისო აქტივობების გამოყენება • დიფერენცირებული მიდგომა მოსწავლეებთან. • მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინება საგაკვეთილო პროცესში. • ტრანსფერის უნარის განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები. • არაფორმალური სწავლების დანერგვა სასკოლო ცხოვრებაში. • მოხდეს მოსწავლეთა აქტიურობის წახალისება. 14.დასკვნა სასწავლო წლის დასაწყისში მე-9 კლასში, გეოგრაფიის გაკვეთილზე შეინიშნა-მოტივაციის ნაკლებობა. პრობლემის გამოსაკვლევად მოხდა საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვება, გაანალიზდა საშინაო დავალებები და შემაჯამებელი სამუშაოები, გამოიკითხა კლასში შემსვლელი სხვა პედაგოგები, მოხდა მოსწავლეთა ანკეტირება მათი ინტერესების გამოსავლენად. ამ ყველაფრის შემდგომ დაიგეგმა და განხორციელდა მრავალფეროვანი ინტერვენციები. ინტერვენციების შეფასებისას გამოიკვეთა, რომ მათი უმრავლესობა შედეგიანი იყო. გარკვეულწილად მოხერხდა მდგომარეობის გაუმჯობესება. მასწავლებელმა ყოველთვის უნდა გამოიყენოს სწავლების თანამედროვე მეთოდები, მრავალფეროვანი აქტივობები და მრავალფეროვანი სასწავლო რესურსები. რათა დააინტერესოს მოსწავლეები თავის საგნით და აუმაღლოს მათ სწავლის მოტივაცია. კვლევამ შემძინა გამოცდილება თუ როგორ ავამაღლო მოსწავლეთა მოტივაცია საგაკვეთილო პროცესში, როგორ წარვმართო სასწავლო პროცესი მომავლისკენ, მოსწავლეებს განუვითარო ისეთი უნარ-ჩვევები, რომლებიც მომავალში მათ გამოადგებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. 15.რეფლექსია 2018-2019 სასწავლო წელს(ოქტომბერი -ივნისი), ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შროშის საჯარო სკოლაში განვახორციელე კვლევა, რომელიც მიმდინარეობდა მთელი წლის მანძილზე. პრაქტიკის კვლევა განხორციელდა თემაზე: ,,როგორ გავზარდოთ მოსწავლეთა მოტივაცია გეოგრაფიის გაკვეთილზე მე-9 კლასში’’. კვლევის დაწყებამდე გავესაუბრე სკოლის ადმინისტრაციას და ავიღე ნებართვა კვლევის განხორციელების შესახებ. კვლევის პროცესი განხორციელდა სრული ეთიკური ნორმების დაცვით. კვლევის პირველ ეტაპზე შევხვდი კათედრის წევრებს და წარვუდგინე პრეზენტაცია კვლევის შესახებ, რომელშიც განხილული იყო სამომავლო კვლევის გეგმა და მნიშვნელობა. შევთანხმდით შემდგომი თანამშრომლობის წესებზე. მიზნად დავისახე სწორად აღმომეჩინა პრობლემის არსი და ამ პრობლემის გადაჭრის გზების მოძებნა. პრობლემის იდენტიფიკაცია მოვახდინე თვისებრივი და რაოდენობრივი მეთოდების ინსტრუმენტების საშუალებით. დავგეგმე შესაბამისი ინტერვენციები, გავაანალიზე მათი შედეგები და პრაქტიკულად განვახორციელე სიახლეების დანერგვა საგაკვეთილო პროცესში. მივიჩნევ, რომ კვლევის მიზანს მივაღწიე, რადგანაც დავადგინე დაბალი მოტივაციის გამომწვევი მიზეზები და შევძელი პრობლემის შეძლებისდაგვარად მოგვარება. რაც გამოიხატა სწავლა სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში. კვლევის დასასრულს გავაკეთე ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის პრეზენტაცია, ჩემს მიერ ჩატარებული კვლევის ანგარიში წარვუდგინე საზოგადოებრივი კათედრის წევრებს, ფასილიტატორსა და შეფასების ჯგუფის წევრებს. ჩემს კოლეგებს ქონდათ ბევრი კითხვა, აღნიშნულ კვლევასთან დაკავშირებით. კვლევის თითოეული ეტაპი სიღრმისეულად იყო განხილული. განხილვის პროცესში წამოიჭრა ბევრი შეკითხვა, რომელთა პასუხის მიღების შემდეგ უფრო ნათელი გახდა დამსწრე საზოგადოებისთვის ჩემი კვლევის მნიშვნელობა. მათ დადებითად და პოზიტიურად შეაფასეს, ჩემ მიერ ჩატარებული კვლევა და მისი შედეგები. აღნიშნეს რომ ისინი ჩემს მიერ გამოყენებულ ადაპტირებულ ინტერვენციებს გამოიყენებენ თავიანთ პედაგოგიურ პრაქტიკაში იგივე პრობლემის აღმოსაფხვრელად. პედაგოგებიდან ასევე მივიღე გარკვეული რეკომენდაციები. მათ მირჩიეს, რომ კარგი იქნებოდა საგაკვეთილო პროცესში უფრო მეტად გამომეყენებინა მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსები და მოსწავლეებისთვის ხშირად მიმეცა განმავითარებელი შეფასება და პოზიტიური უკუკავშირი. პედაგოგთა აზრით უფრო უმჯობესი იქნებოდა სისტემატიურად გამეცნო მათთვის კვლევის მიმდინარეობა, რათა უფრო ღრმად ჩაწვდომოდნენ ჩემი კვლევის არსს და შიგადაშიგ გაეწიათ დახმარება კვლევის პროცესში. კათედრის სხდომაზე ვიმსჯელეთ და შევიმუშავეთ რეკომენდაციები. რომელთაც აუცილებლად გავითვალისწინებ შემდგომი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის განხორციელებისას. 16.ბიბლიოგრაფია გამოყენებული ლიტერატურა: 1.პროფესიული უნარები, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული სახელმძღვანელო,თბილისი,2008. 2.მანანა მელიქიშვილი,მოტივაცია,2013,მპგეც. 3.სწავლება და შეფასება, დამხმარე სახელმძღვანელო, მეორე ნაწილი ნაწილი,2009,მპგეც. 4.ნინო ელბაქიძე, მშობლებთან კომუნიკაციის სტრატეგიები, ჟურნალი მასწავლებელი,2012. 5.,,საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ“ 6.დ.უზნაძე,განწყობის ფსიქოლოგიის ექსპერიმენტული საფუძვლები, ,,ფსიქოლოგიის ინსტიტუტის შრომები“,1949.ტ.6. 7.ტყემალაძე, რ, ნ დალაქიშვილი, ქ. თოფაძე, თ. პაჭკორია, თ. ბუწაშვილი. 2008 . სწავლება და შეფასება. სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, თბილისი. 8. ვაისი,პ.ბ., კრაიდერი, ჰ. ლოპესი. ე. 2010 „განათლების მუშაკთა მომზადება ბავშვების სწავლების პროცესში ოჯახების ჩასართავად“, სსიპ ეროვნული სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრი, თბილისი: დიოგენე 9 . მარზანო, რ. ი. მარზანო და დ. ფიქერინგი. 2009. კლასის მართვა: კვლევებზე დაყრდნობით შემუშავებული მეთოდები მასწავლებლებისთვის. თბილისი: სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი. 10. Karlsen, Jan Irgens. “ Action Research as a Method: Reflections from a Program for Developing Methods and Competence.” In Handbook of Action Research: Participative Inquiry and Practice, by Peter Reason and Hilary Bradbury (eds), 143-158. Sage Publications, 2001. 11.მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, სწავლებისა და სწავლის ახალი მიდგომები, თბილისი 2004. 12.მიხ.გიორგაძე ,,როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებზე“ 13.როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევები სოფიკო ლობჟანიძე,2015. 14. თინათინ ზურაბიშვილი თვისებრივი მეთოდები სოციალურ კვლევებში. 15.ეროვნული სასწავლო გეგმა (მოქმედი რედაქცია) 16 ბრძანება № 56 26/03/2018 წ კვლევის შეფასების რუბრიკების დამტკიცების შესახებ. 17.დანართები დანართი 1. დაკვირვების დღიური 2018-2019სასწავლო წელი მოსწავლის სახელი და გვარი დაკვირვების კომპონენტები 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 ცდილობს დააგვიანოს და უმიზეზოდ ითხოვოს გაკვეთილიდან გასვლა. ნაკლებად ცდილობს საგაკვეთილო პროცესში ჩართვას. სისტემატიურად არ იცის გაკვეთილი. თავს არიდებს საშინაო დავალებების შესრულებას ეზარება ინფორმაციის მოპოვება და რუკაზე მუშაობა. თავს არიდებს კითხვა პასუხსა და ჯგუფურ სამუშაოებს. ნაკლებად ცდილობს შემოქმედებითი, თანამშრომლობითი და კვლევითი უნარების განვითარებას. ნაკლებ ინტერესს ავლენს, რომ გაკვეთილის შესახებ მსჯელობაში ჩაერთოს. არ მონაწილეობს პრობლემის გააზრებასა და გადაჭრის გზების ძიებაში. დანართი 2. კითხვარი მასწავლებლებისათვის 1.გაქვთ თუ არა მე-9 კლასში, თქვენს საგანში მოტივაციის ნაკლებობა? 2. რას თვლით დაბალი მოტივაციის გამომწვევ მიზეზად? 3. რა აქტივობებს იყენებთ, რომ მოსწავლემ დაინახოს საგანში მიღებული ცოდნის პრაქტიკული ღირებულება? 4. საბაზო საფეხურზე სისტემატიურად იყენებთ თუ არა განმავითარებელ შეფასებას ? 5. გამიზიარეთ თქვენი გამოცდილება მოტივაციის ამაღლებასთან დაკავშირებით. დანართი 3. ანკეტა მოსწავლეებისათვის. მოგესალმებით. ვატარებ პრაქტიკულ კვლევას ,,როგორ ავამაღლო მოტივაცია გეოგრაფიის გაკვეთილზე’’. თქვენი, როგორც მოსწავლის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისათვის. თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია. არაა საჭირო კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება. კითხვები 1.საინტერესოა თუ არა თქვენთვის გეოგრაფიის გაკვეთილი? ა)საინტერესოა ძალიან; ბ)საინტერესოა; გ)საინტერესოა ხანდახან; დ)არ არის საინტერესო. 2.მოგწონთ თუ არა გასვლითი გაკვეთილები? ა)მომწონს ძალიან; ბ)მომწონს ნაწილობრივ. გ)არ მომწონს. 3.როგორი გაკვეთილი მოგწონს? ა)მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული; ბ)ერთფეროვანი და რუტინული; გ) ლექციური; დ)არ აქვს მნიშვნელობა; 4.რამდენად ხშირად იყენებს მასწავლებელი ეფექტურ უკუკავშირს? ა)იყენებს ხშირად; ბ)იყენებს ხანდახან; გ)არ იყენებს. 5.მოგწონს თუ არა მრავალფეროვანი რესურსებით ჩატარებული გაკვეთილი? ა)მომწონს. ბ)მომწონს ნაწილობრივ; გ)არ მომწონს. 6.ხედავთ თუ არა გეოგრაფიის როლს ყოველდღიურ ცხოვრებაში? ა)ვხედავ; ბ)ვხედავ ნაწილობრივ; ბ)ვერ ვხედავ. 7. ხართ თუ არა ჩართული გეოგრაფიის გაკვეთილის მსვლელობის პროცესში? ა)ვარ ჩართული; ბ)საშუალოდ ვარ ჩართული; გ)არ ვარ ჩართული. 8.შეგიქმნია თუ არა რესურსი მასწავლებლის დახმარებით? ა)დიახ; ბ)იშვიათად; გ)არა; დანართი 4. გასასვლელი ბარათი თარიღი: ---------; • თქვენი შეგრძნება: ა),,დადებითი’’ ბ),,უარყოფითი’’ რატომ?------ • რა ისწავლე დღეს? • რა იყო შენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასარგებლო ? • რა იყო განსაკუთრებით რთული შენთვის? • რას გამოიყენებ დღევანდელი აქტივობიდან გამომდინარე შენს სასკოლო ცხოვრებაში? • გსურს თუ არა ამდაგვარი აქტივობები საგაკვეთილო პროცესში? • აღნიშნულ აქტივობაში: ა) ვიყავი აქტიურად ჩართული. ბ) ვიყავი ნაწილობრივ აქტიურად ჩართული გ) ვიყავი ნაკლებ აქტიურად ჩართული. დ)ვიყავი პასიური • თქვენი რეკომენდაციები, შემდგომში ამდაგვარი აქტივობის განხორციელებისას----------------------------------------- დანართი 5. ეკო კალენდარი 22 მარტი წყლის მსოფლიო დღე 22 აპრილი დედამიწის დღე 3 მაისი გადამფრენი ფრინველების საერთაშორისო დღე. 4 მაისი სიმწვანის დღე 22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე 5 მაისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე 8 ივნისი ოკეანეების საერთაშორისო დღე 15 ივნისი ქარის მსოფლიო დღე 16 სექტემბერი ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე 22 სექტემბერი დღე ავტომობილების გარეშე 24 ოქტომბერი კლიმატის საერთაშორისო დღე 5 დეკემბერი ნიადაგების დაცვის მსოფლიო დღე 11 დეკემბერი მთების საერთაშორისო დღე 31 მარტი(8:30 ადგილობრივი დროით) დედამიწის საათი სექტემბრის თვის ბოლო კვირადღე მდინარეების მსოფლიო დღე აპრილის თვის უკანასკნელი პარასკევი ახალი ნერგების დარგვის დღე. დანართი 6 საშინაო დავალების სახეები: • მოცემული მონაცემებით სხვადასხვა სახეობის რუკებისა და დიაგრამების შედგენა. • ტექსტში შეცდომების მიგნება და ჩასწორება. • მოცემული ტექსტის წაკითხვა ,გაანალიზება და კითხვებზე პასუხის გაცემა. • მართებული მსჯელობის ამოცნობა. • მოცემული ცხრილებიდან ინფორმაციის ამოკრება და დახარისხება. • შესაბამისობის დადგენა. • კითხვა-პასუხი. • ტესტირება(ღია და დახურული პასუხებით) • სხვადასხვა რუკებზე მუშაობა. • ესეს დაწერა. • რესურსის შექმნა. • პროექტის დაგეგმვა.

воскресенье, 9 сентября 2018 г.

მე-9 დღე
რეფლექსია
გავეცანით მე-8 მოდულს.
კიდევ ერთხელ გადავხედე და გავფილტრე მოდულის განმავლობაში შედგენილი პორთფოლიო.
პორტფოლიო ავტვირთე ბლოგზე.
თვითეულმა ჩვენგანმა წარმოვადგინეთ პროექტის გეგმის პრეზენტაცია და მივეცით ერთმანეთს უკუკავშირი.
მოდული იყო ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ჩემი შემდგომი კარიერული წინსვლისათვის.
მადლობა განათლების სამინისტროს,მოდულის ავტორს,ტრენერ ქალბატონ შორენა ბადურაშვილს.
                                                                   მარი სამხარაძე
                                                                             9.09.2018.

суббота, 8 сентября 2018 г.

მე-8 დღე
რეფლექსია
განვიხილეთ  მე-7 მოდული ფასილიტაცია ტექნოლოგიებით.
ვიმუშავეთ დრაივში და ბლოგზე დავიტანეთ ტექსტები,სურათები,ანიმაციები.
დღე იყო ძალიან საქმიანი და საინტერესო აქტივობებით დატვირთული.

вторник, 4 сентября 2018 г.

მე-7 დღის რეფლექსია

მოსწავლის პრეზენტაცია
 4.09.2018.
განვიხილეთ მე-6 მოდულის აქტივობები.კიდევ ერთხელ განვიხილეთ მოსწავლის პრეზენტაციები,ვიმუშავეთ პროექტის გეგმაში.ბლოგზე გავაზიარე მოსწავლის ნამუშევარი და დავზერე რეფლექსია.

суббота, 1 сентября 2018 г.

მეექვსე დღე.
1.09.2018.
თითეულმა ჩვენგანმა წარმოვადგინეთ მოსწავლის ნიმუშის პრეზენტაცია.
განვიხილეთ მე-5 მოდულის აქტივობები.განვიხილეთ მულტიმედიური პრეზენტაციის შეფასების ფორმა,თანასწორთა უკუკავშირის ფორმა.შევქმენით პროექტის შეფასების რუბრიკა.განვიხილეთ გეგმის შაბლონი.ვისაუბრეთ პროექტის სასწავლო პროცედურებზე.დღე იყო ძალიან საინტერესო.

კვლევა

სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშის საჯარო სკოლა ...